სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:46 | 19.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ვერცხლის სინის" ბედი თითქმის გარკვეულია (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გერმანიაში პირველი წრე მიილია და შეიძლება ითქვას, საჩემპიონო რბოლა უკვე დასრულებულია. მიუნხენის “ბაიერნმა” სეზონის საწყისი ნახევარი ერთი ამოსუნთქვით განვლო, რეკორდებიც ბლომად ამყარა და მეორე წრეს რვა ქულიანი უპირატესობით ხვდება. მე-17 ტურში “რეკორდმაისტერმა” გასვლაზე “ჰანოვერს” მოუგო, რომელიც შავ დღეშია და საპელი-აუთო ადგილზე მყარადაა მოკალათებული. პეპ გვარდიოლას გუნდს მეტოქის დასამარცხებლად ერთადერთი გოლი ეყო – კინგლსი კომანის აქტიურობით გამომუშავებული პენალტი პირველი ტაიმის მიწურულს ტომას მიულერმა გაიტანა. საერთოდ, ბოლო ხანებში “ბაიერნი” ისეთი დაუნდობელი აღარაა და გამანადგურებელი ანგარიშებით ვეღარ, ან იქნებ არ იგებს... ფაქტია, რომ “ბაიერნს” “ვერცხლის სინის” მოგება არ უნდა გაუჭირდეს.

მიუნხენური გიგანტის ერთადერთმა ნომინალურმა კონკურენტმა დორტმუნდის “ბორუსიამ” კი ყველაფერი გააკეთა წელი მარცხით რომ დაესრულებინა – “რეინენერჯიშტადიონზე” ტომას ტუხელის ბიჭები დასაწყისშივე სოკრატის პაპასტატოპულოსმა თავური დარტყმით დააწინაურა და მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ... ჯერ იყო და მეკარე ბურკის უხეიროდ მოგერიებულ ბურთი სიმონ ცოლერმა მოიხელთა და ზუსტად დაარტყა, მერე კი უკვე მარსელ შმელცერმა დაუშვა იგივე სახის შეცდომა, რასაც ფრედრიკ სორენსენის ჩინებული პასი და ანტონი მოდესტეს გოლი მოჰყვა 89-ე წუთზე... მოკლედ, “ბორუსიამ” პირველი წრე ცუდად დაასრულა და წესით, წლეულს მეორე ადგილითაც კმაყოფილი უნდა იყოს.

ლევერკუზენის “ბაიერს” ზაფხულში ხავიერ ერნადესი რომ არ ეყიდა, არავინ იცის, ახლა როგორ მდგომარეობაში იქნებოდა. მექსიკელი ფორვარდი “ბაი არენაზე” თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ამჯერადაც ასე იყო – “ინგოლშტადტთან” გასვლით მატჩში ჩიჩარიტომ კარიმ ბელარაბის კარგი პასი შეირგო და თავისიანებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. ექსმანჩესტერელს ბუნდესლიგაში უკვე 11 გოლი დაუგროვდა.

“ვოლფსბურგს” შანსი ჰქონდა ზამთრის პაუზაზე მესამე ადგილით გასულიყო, მაგრამ შტუტგარტში წააგო და წელი მხოლოდ მეექვსე პოზიციაზე დაასრულა. არადა, “მგლებმა” “მერსედესბენც არენაზე” თამაში კარგად დაიწყეს და მაქსიმილიან არნოლდის გოლით მალევე დაწინაურდნენ, თუმცა მერე გოლები მხოლოდ მასპინძლებს გაჰქონდათ და დამაჯერებლადაც მოიგეს. სხვათა შორის “შვაბებმა” როგორც იქნა, მოუგებელი სერია შეწყვიტეს და გასავარდნ ზონასაც თავი დააღწიეს.

ხუთმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და არმინ ვეჰი უმუშევრობას გადაარჩინა ფრანკფურტის “აინტრახტმა”, რომელმაც “ვერდერს” შინ მოუგო. არადა, თავიდან “ბრემენელი მუსიკოსები” დაწინაურდნენ, თავი კი ვეტერანმა პერუელმა კლაუდიო პიზარომ გამოიჩინა, რომელიც წლეულს ძირითად შემადგნელობაში იშვიათად ხვდება. თუმცა, სტუმრებს სიხარული არ დასცალდათ და ორ წუთში ალექსანდ მეიერმა გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისშივე აიგნერის გოლით “აინტრახტმა” მოიგო და ოდნავ მოისუნთქა. სამაგიეროდ, “ვერდერია” რთულ მდგომარეობაში და ზამთარში გუნდის გაძლიერება ვიქტორ სკრიპნიკს აშკარად მოუწევს.

დღევანდელი დღის კიდევ ერთ მატჩში “ჰამბურგი” საკუთარ მოედანზე “აუგსბურგთან” 0:1 დამარცხდა.

“აინტრახტი” – “ვერდერი” 2:1 (1:1)

ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”

მაყურებელი: 46 000

“აინტრახტი” (4-4-2): ჰრადეცკი; იგნიოვსკი, რუსი, აბრაჰამი, ოცზიპკა; აიგნერი, სტენდერა, ჰასებე, კადლეცი (გაჩინოვიჩი 36, ჯაკპა 90); მეიერი, სეფეროვიჩი

მწვრთნელი: ვეჰი

“ვერდერი” (4-4-2): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, სტერნბერგი; ოზტუნალი, ფრიტცი (ლორენცენი 88), ბარგფრედე (უ. გარსია 65), გრილიტში (ბარტლესი 70); პიზარო, უჯა

მწვრთნელი: სკრიპნიკი

გოლები: 0:1 პიზარო (29), 1:1 მეიერი (31), 2:1 აიგნერი (48)

გაფრთხილება: კადლეცი (10), აიგნერი (42), იგნიოვსკი (79) – ფრიტცი (14), სტერნბერგი (78), ბარგფრედე (86), უ. გარსია (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 12 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 6:6

მსაჯი: შტარკი

“ჰამბურგი” – “აუგსბურგი” 0:1 (0:0)

ჰამბურგი, “ვოლკპარკშტადიონი”

მაყურებელი: 49 726

“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტრზოლეკი; ჰოლტბი, იუნგი (ოლიჩი 81); მიულერი, ჰანტი (გრეგორიტში 71), ილიჩევიჩი; ლასოგა (შიპლოკი 71)

მწვრთნელი: ლაბადია

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, მაქსი; ფეულნერი, ბაიერი; ეშვეინი (იანკერი 85), ჯი, საიუბი (მორავეკი 70); ბობადილია (მატავცი 90)

მწვრთნელი: ვეიზიერლი

გოლები: 0:1 მორავეკი (76)

გაფრთხილება: ეშვეინი (52), საიუბი (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (2) – 17 (7) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: დანკერტი

“ჰანოვერი” – “ბაიერნი” 0:1 (0:1) (მიმოხილვა)

ჰანოვერი, HDI არენა

მაყურებელი: 49 000

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, მარსელო, შულცი, ალბორნოზი; სანე, შმიედებახი; კარამანი (კლაუსი 84), ანდრეასენი (მაქსიმი 69), პრიბი; ერდინჩი (ბენშოპი 58)

მწვრთნელი: ფრონტზეკი

“ბაიერნი” (3-4-3): ნოიერი; რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი (კიმიჩი 73); მიულერი, მარტინესი, ალონსო, კომანი; ვიდალი (როდე 87), ლევანდოვსკი, ალკანტარა

მწვრთნელი: გვარდიოლა

გოლები: 0:1 მიულერი (39, პენ)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 20 (11) ბურთის ფლობა: 27%-73% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: გრაფე

“ინგოლშტადტი” – “ლევერკუზენი” 0:1 (0:0) (მიმოხილვა)

ინგოლშტადტი, “აუდი სპორტპარკი”

მაყურებელი: 15 000

“ინგოლშტადტი” (4-4-2): ნაილანდი; და კოსტა, მატიპი, ბრეგერიე, სოარეში; გროსი, კოენი (ჰინტერსეერი 72), მორალესი; ლექსი (ჰარტმანი 64), ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; დონატი, ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; ბელარაბი (ბრანდტი 90), კრამერი, კაპმლი, ჩალჰანოღლუ (მეჰმედი 71); ჩიჩარიტო (პაპადოპულოსი 84), კისლინგი

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 0:1 ჩიჩარიტო (73)

გაფრთხილება: მატიპი (73), და კოსტა (76) - კრამერი (45), ჩიჩარიტო (74), კამპლი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 9 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ცვაიერი

“კიოლნი” – “დორტმუნდი” 2:1 (0:1) (მიმოხილვა)

კიოლნი, “რეინენერჯიშტადიონი”

მაყურებელი: 50 000

“კიოლნი” (5-3-2): ჰორნი; ოლკოვსკი (მოდესტე 70), სორენსენი, მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; გერჰარტი, ლემანი, სვენტო (ბიტენკურტი 70); ცოლერი (მავრაი 90), რისე

მწვრთნელი: სტოგერი

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; გინტერი, სოკრატისი, ჰუმელსი (ბენდერი 46), პარკი (შმელცერი 46); გუნდოგანი, ვეიგლი; მხითარიანი, კაგავა, ჰოფმანი (რამოსი 75); ობამეიანგი

მწვრთნელი: ტუხელი

გოლები: 0:1 სოკრატისი (18), 1:1 ცოლერი (82), 2:1 მოდესტე (90)

გაფრთხილება: ლემანი (72), ცოლერი (83), მოდესტე (90) - ობამეიანგი (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 14 (3) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: კირხერი

“შტუტგარტი” – “ვოლფსბურგი” 3:1 (2:1) (მიმოხილვა)

შტუტგარტი, “მერსედესბენც არენა”

მაყურებელი: 45 000

“შტუტგარტი” (4-2-3-1): ტიტონი; შვააბი, სუნჯიჩი, ნიედერმაიერი, ინსუა; რუპი, გენტნერი; კლეინი (ტასკი 85), დიდავი (ბაუმგარტლი 72), კოსტიჩი (მაქსიმი 90); ვერნერი

მწვრთნელი: კრამნი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრეში, ნალდო, კლოზე, შეფერი; გუილავოჯი (იუნგი 66), არნოლდი; კალიჯური, კრუსე, დრაქსლერი (დოსტი 46); შურლე (როდრიგესი 82)

მწვრთნელი: ჰეკინგი

გოლები: 0:1 არნოლდი (14), 1:1 დიდავი (22), 2:1 კოსტიჩი (31), 3:1 დიდავი (47)

გაფრთხილება: სუნჯიჩი (56, 70), ნიედერმეირი (76) – შურლე (69)

გაძევება: სუნჯიჩი (70)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 18 (7) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ბრიხი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.321223
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X