სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

21:32 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

 „მგზავრები-არმია“ სეზონს მეხუთე ადგილზე ასრულებს
რიონისპირელებმა პლეი ოფის ბოლო მატჩი წააგეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დაძაბული და საინტერესო გამოდგა მე-5 ადგილისთვის გამართული შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში, სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა“ ,,მგზავრები-არმიას“ უმასპინძლა. თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში ქუთათურები მე-3 ადგილზე გავიდნენ, ხოლო დედაქალაქელებმა ტურნირი ბოლო მე-8 ადგილზე დაასრულეს, ფავორიტებად რიონისპირელები ითვლებოდნენ.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ისინი მატჩის დებიუტშივე - 6:0 დაწინაურდნენ. მართალია, მალე არმიელებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ დავით ბარბაქაძისა და ანატოლი ბოისას ზუსტი სამქულიანების ხარჯზე ქუთათურებმა პირველი მეოთხედი 16 ქულიანი აქტივით ჩაამთავრეს - 35:19.

მეორე მეოთხედიც რიონისპირელთა დომინირებით გაგრძელდა და პერიოდის შუაწელს სხვაობამ 21 ქულას მიაღწია - 45:24.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, სტუმრებიც გააქტიურდნენ. მათ ნელ-ნელა თამაში გაათანაბრეს და პირველი ნახევრის დამთავრებისთვის ჩამორჩენა 12 ქულამდე დაიყვანეს - 56:44.

პრაქტიკულად თანაბარი მესამე პერიოდის შემდეგ, მატჩის გარდამტეხი მომენტი უკანასკნელ მეოთხედში დადგა. რიონისპირელებს დაღლა დაეტყოთ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მასპინძლებმა სულ 6 კალათბურთელით ჩაატარეს. მათგან ოთხმა - გრძელიძემ, ქადარიამ, დავით ბარბაქაძემ და ბოისამ - პარკეტზე სრული 40 წუთი დაჰყო. ქუთათურთა ინერტულობის ფონზე არმიელები სრული ძალით ათამაშდნენ. მათ მეტოქეს (11:0) გაქცევა მოუწყვეს და ანგარიშში პირველად დაწინაურდნენ - 74:77.

ყველაზე დრამატული შეხვედრის უკანასკნელი წუთი გამოდგა. ანგარიში საყაიმო -87:87 გახლდათ, როცა სტუმრებმა ორქულიან სროლას ერთი საჯარიმოც დაუმატეს და სამი ქულით დაწინაურდნენ - 87:90. საპასუხო შეტევაში დიდებულად გაისარჯა დავით ბარბაქაძე, რომელმაც პერიმეტრიდან ზუსტი ტყორცნით ანგარიში გაათანაბრა - 90:90.

მატჩის დამთავრებამდე სულ 14 წამი რჩებოდა. არმიელებმა ეს დრო შეტევის მოსამზადებლად მაქსიმალურად გამოიყენეს და უკანასკნელ წამს ფარქვეშიდან ტატო ჩაჩიბაიას ჩაგდებული ბურთის ხარჯზე ძნელი გამარჯვება მოიპოვეს.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 29 ქულა ქუთაისელმა დავით ბარბაქაძემ დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორები მისი თანაგუნდელები ვახტანგ ქადარია (20 ქულა, 24 მოხსნა) და ანატოლი ბოისა (19 ქულა, 11 მოხსნა) გახდნენ. ამ უკანასკნელს 9 ზუსტი გადაცემაც ჰქონდა. ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა არმიელმა დავით იოსელიანმა (16 ქულა, 12 მოხსნა), ხოლო მისმა სეხნიამ და თანაგუნდელმა მაისურაძემ 13 ქულა დააგროვა და ერთი მოხსნა დააკლდა იგივე შედეგამდე.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

მედეა მხეიძე (,,ქუთაისი-2010’’-ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): ,,წელს სულ სხვა მიზნები გვქონდა. გვინდოდა ჩვენს ახალ პარკეტზე წარმატებით გვეასპარეზა. სამუშაოს გაჭიანურებამ ვარჯიშის დაწყება დაგვიგვიანა, რამაც თავი სეზონის ბოლოს იჩინა. ტრავმებიც მოგვეძალა. ამ თამაშის ჩატარება სულაც 6 კალათბურთელით მოგვიხდა. პლეი ოფის წაგებით ბიჭებმა მოტივაცია დაკარგეს და დღევანდელი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო’’.

ბუბა ბერიშვილი (,,მგზავრები-არმიას’’ მთავარი მწვრთნელი): ,,სეზონის წინ დასახული მიზანი შევასრულეთ. ამ მატჩში გამარჯვება ჩვენთვის ფინალის მოგების ტოლფასი გახლდათ. დიდი მადლობა ბიჭებს ამისთვის“.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.135576
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X