სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

20:31 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიონში” პორტუგალიელი ფეხბურთელი ითამაშებს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

როგორც აქამდე გაცნობეთ, ბოლნისის “სიონმა” სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო, 13-14 იანვარს კი ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ლადო ბურდულის გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა. გიორგი ჭანკოტაძის, დავით სიჭინავას, გიორგი მიქაბერიძის, დავით საჯაიას, გიორგი ბერიძისა და სანდრო გურეშიძის გარდა ბოლნისურმა კლუბმა პორტუგალიელ ვიეირა მედინა ლუის ალბერტოსთან გააფორმა კონტრაქტი.

“პორტუგალიელი ფეხბურთელი კარგა ხანია, რაც კლუბთან ერთად ვარჯიშობს. პირველ წრეში მისი დარეგისტრირება ვერ მოხერხდა, რადგან სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო. ამიტომ მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაიდო. საბოლოოდ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ოფიციალური შეთანხმება შედგა, პორტუგალიელი მოთამაშე “სიონში” სეზონის ბოლომდე ითამაშებს”, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბოლნისის “სიონის” პიარ-მენეჯერმა მაგდა კლდიაშვილმა.

პორტუგალიელი მოთამაშე მადრიდის “ატლეტიკოს” საფეხბურთო სკოლაში თამაშობდა, შემდეგ კი ინგლისის დაბალ ლიგაში გამოდიოდა.

ქვემოქართლელთა კლუბი უცხოურ შეკრებამდე 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლადო ბურდულის ფეხბურთელები 21 იანვარს - ცხინვალის “სპარტაკს,” 27 იანვარს – გორის “დილას,” 28 იანვარს – “ვიტ ჯორჯიას,” 30 იანვარს კი “საბურთალოსთან” ითამაშებენ, ხოლო 24 იანვარს “აზალთან” გასამართი მატჩი ჩაიშალა.

“სიონი” 1-13 თებერვალს უცხოურ შეკრებას თურქეთის ქალაქ ბელეკში გაივლის, სადაც იგეგმება ამხანაგური მატჩები. ბოლნისელთა მეტოქეების ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.097464
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X