ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

10:52 | 27 ივლისი, 2014

ის, რაც ფეხბურთის მიღმა ხდება...

სანამ ჩვენ მუნდიალით ვტკბებოდით და ემოციებში ვიყავით ჩაფლულნი, ჩვენს მრავლისმნახველ პლანეტაზე დიდი და არცთუ საამო ამბები ხდებოდა. ადმაინების ერთ ნაწილს ნაკლებად ეფეხბურთებოდა მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალის სიავკარგე გაგიკვირდებათ და სწორედ მათ ხელში იყო.

ლევან სეფისკვერაძე

11:41 | 24 ივლისი, 2014

ქალაქი, ზაფხული, შენი გუნდი და ტროტუარზე მდგარი მეძავები...

დიდებულია შენი ქალაქი საღამოობით. მით უმეტეს ზაფხულში და მით უმეტეს თუკი მდინარესთან ახლოს ცხოვრობ. წამოუბერავს ნიავი ამ მდინარიდან და დასიცხულ სხეულზე მალამოსავით დაგედება ნიავის ქროლვა. რა გინდა მეტი? ისიამოვნე ამ ნიავით, გაკბიჩე მაცივრიდან ახლადგამოღებული ცივ-ცივი კახური ატამი და იფიქრე ყველაფერ კარგზე.

ლევან სეფისკვერაძე

10:08 | 20 ივლისი, 2014

აქა ამბავი შვილთან ერთად “დინამოს” თამაშზე წაფრატუნებისა

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ავიტეხე, ბავშვი ფეხბურთზე უნდა წავიყვანო – მეთქი. ხომ იცით, ჩვეულებრივი ქართულ-მატრაკვეცული ამბავია – ჩვენ კარგად გვახსოვს როგორ დავყავდით უფროსებს სტადიონზე ფეხბურთის სანახავად და გვინდა, რომ ეს ემოციები ჩვენმა შვილებმაც გამოსცადონ. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ჩვენ დროში ვართ გაჭედილები და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რომ ახლა სხვა დროა და დღეს ბავშვის სტადიონზე წაყვანა როგორც წესი ნერვების მოშლითა და გულისხეთქვით მთავრდება

ლევან სეფისკვერაძე

10:24 | 17 ივლისი, 2014

ფეხბურთს ყველაფერი შეუძლია!

ყველას თავისი ფიქრი და განსჯა უტრიალებს თავში და ყველა ისე მოაბამს ქათანს ყურს – როგორც მოეხასიათება, მაგრამ ნამდვილად არ მესმის ფეხბურთის იმ გულშემატკივრების, რომლებიც აწდასრულებულ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატს უინტერესო და არაფრით გამორჩეულ მუნდიალად რაცხენ.

ლევან სეფისკვერაძე

10:38 | 13 ივლისი, 2014

ნათელმხილველი

-   გზის მეორე მხრიდან გიცანი და გადმოვედი. მომენატრა შენი ამბების მოსმენა. აბა როგორ ხარ? როგორ გიკითხო? კიდევ ხედავ საფეხბურთო სიზმრებს?

ლევან სეფისკვერაძე

18:24 | 10 ივლისი, 2014

მელუდე იოაჰიმი და მისი ბიჭები

მელუდე იოაჰიმის დაბადებამდეც ლუდს გერმანიაში ყოველთვის ხარშავდნენ და ადგილობრივი ლუდები როგორც წესი გემრიელი, ხარისხიანი და მაღალექსტრაქტული გამოდიოდა. თუმცა, როდესაც გერმანიის მთავარ ლუდსახარშში ლუდის პირველ მხდელად მელუდე იოაჰიმი დანიშნეს, ბევრს არ ჰქონდა, იმედი, რომ მისი მოდუღებული ლუდი ისეთივე ხარისხიანი იქნებოდა როგორც მაგალითად თავის დროზე დიდი ფრანც ბაბუას მოდუღებული იყო. თუმცა, როგორც ძველი ბავარიული გამოთქმა გვასწავლის: ”კარგ მელუდეს მხოლოდ დაკაპიწებული მკლავები და ნაღდი გერმანული გული სჭირდება”.

ლევან სეფისკვერაძე

13:45 | 06 ივლისი, 2014

“დიად კბენიას” აფხაზეთში ეპატიჟებიან

ლუის სუარესი ყველამ იცით. ან როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ეს ბულდოგივით კბილებდაკრეჭილი გადარეული ჯეელი, რომელიც მზადაა ყველა და ყველაფერი დაკბინოს, რაც კი გზაზე შემოხვდება. მოკლედ, შევთანხმდით, რომ სუარესი იცით. აფხაზეთის საფეხბურთო ჩემპიონატზე თუ გსმენიათ რამე? ერთი ზღვისპირა ალაგი რომაა, ვიღაცეები თავიანთ თავს დამოუკიდებლად რომ აცხადებენ და ამბავი? 

ლევან სეფისკვერაძე

11:03 | 03 ივლისი, 2014

გზა მშვიდობისა ჩილე!

განა გასაკვირი ამბავია, რომ საყვარელ ნაკრებს ყველა ფენისა და კატეგორიის ადამიანები გულშემატკივრობენ... ნაკრები იმის ნაკრებია, რომ ყველას ეკუთვნის და თანაბრად გულთან მიმსვლელია ყველა ხელობისა და გაქანების მქონეთათვის, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ ჩილელი მაღაროელების მიერ მათი მშობლიური ქვეყნის ნაკრების მხარდაჭერის ვიდეოკლიპი მაინც გამორჩეული და ემოციური იყო.

ლევან სეფისკვერაძე

10:08 | 29 ივნისი, 2014

მიზნიდან მიზნამდე

საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისათვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც სპორტსმენები მატერიალური და არამხოლოდ მატერიალური დაინტერესების გამო, სხვა ქევყნის დროშის ქვეშ გამოსვლას ამჯობინებენ. ჩემი აზრით, ყოვლად აბსურდულია საუბარი იმაზე, რომ ჩვენი წასულ სპორტსმენები პატრიოტიზმის ნაკლებობის გამო გავაკრიტიკოთ.

ლევან სეფისკვერაძე

11:08 | 26 ივნისი, 2014

სუარესი, ბერძნები, და დარდიანი ევროპა

ევროპის სხვადასხვა ალაგიდან გლოვისა და ვაი-ვიშის ხმები მოისმის. ძაძებითაა შემოსილი მთელი ინგლისი, იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ბოსნია და პორტუგალია. ამბობენ, სხვა ევროპელთა დედებიც მალე ჩაიცვამენ შავსო. პატარა ამბავი ხომ არაა, მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ ნორმალურად გახურებულიც კი არაა და ევროპის ისეთი გრანდები ბრუნდებიან სახლში პირშერცხვენილები – წინათ მამალ ბუს რომ არ ისვამდნენ თავზე.

ლევან სეფისკვერაძე

13:39 | 22 ივნისი, 2014

სახალისო ნომინაციები

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინიშამდე გვარიანი დროა დარჩენილი, ბრაზილიის მუნდიალს უკვე ჰყავს თავისი გმირები და ანტიგმირები, გამორჩეულები და უფერულები, წარმატებულები და გლოვით სახეჩამოხოკილები. განსაკუთრებულად სასიხარულო კი ისაა, რომ ფეხბურთის ყველაზე კაპრიზული ქომაგებიც კი აღიარებენ ამ მუნდიალის გამორჩეულობასა და მიმზიდველობას, რაც ფეხბურთის მოყვარული კაცისათვის ყველაზე სასიამოვნო ამბავი უნდა იყოს.

<< პირველი<< წინა4445464748495051525354შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.374693