ძიუდო

19:31 | 21.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად ხანჯალიაშვილი ოქროსთან ორ ნაბიჯშია

დიუსელდორფის მსოფლიოს თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კანდიდატთაგან კვარცხლბეკზე ასვლა მხოლოდ მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზვიად ხანჯალიაშვილმა გაინაღდა. ორდღიანი გერმანული ტურნირის მეორე დღეს, მედლები მამაკაცთა 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში თამაშდება.
ჩასატარებელი ნახევარფინალები და ფინალებიღა რჩება, რომლებიც თბილისის დროით 20 საათიდან დაიწყება. დებულების თანახმად, ნახევარფინალში დამარცხებულები უმალ ბრინჯაოს პრიზიორები გახდებიან.
ხანჯალიაშვილის მეტოქე ეგვიპტელი ელ შეჰაბი იქნება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი, ერთმანეთს იაპონელი კეიჯი სუზუკი და გერმანელი რობერტ ზიმერმანი დაუპირისპირდებიან. საინტერესოა, რომ მძიმე წონაში მოჭიდავე მეორე ქართველი ლაშა გუჯეჯიანი მედლისთვის ბრძოლას სწორედ ელ შეჰაბიმ, ორწუთნახევარში, 2 ვაზარით გამოთიშა. მეოთხედფინალშივე დაასრულა სამეულისთვის ბრძოლა დავით ლორიაშვილმა (100 კგ). მან უმთავრეს ფავორიტს, იაპონელ ტაკამასა ანაის წინააღმდეგობა მხოლოდ წუთნახევარი გაუწია.
დღესვე, კიმონო კიდევ ოთხმა ქართველმა მოირგო. საბა გავაშელიშვილი (90 კგ) პირველსავე წრეში ჩარჩა. ხოლო იოსებ წელაურმა (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ზურაბ ზვიადაურმა (100 კგ) მხოლოდ თითო შეხვედრის მოგება შეძლეს და მერვედფინალში დამარცხდნენ.
ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.07932