ფეხბურთი

19:15 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდმა” ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 30-ე ტურში, “ზუგდიდმა” შინ ცხინვალის “სპარტაკი” 1:0 დაამარცხა და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი დაიტოვა. ზუგდიდელებიდან ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე დავით კირკიტაძემ გაიტანა.

ქუთაისის “ტორპედოს” 3-მატჩიანი გამარჯვებათა სერია გორში შეწყდა. “დილამ” მეტოქე 3:0 დაამარცხა. დავით რაჟამაშვილმა ანგარიში პირველ წუთზე გახსნა, ხოლო ნიკოლოზ სადაღაშვილმა ქუთაისელთა კარი მე-14 წუთზე აიღო. 88-ე წუთზე წერტილი გიორგი ქვილითაიამ დასვა.

თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” უმაღლესი ლიგიდან უკვე გავარდნილ მარტვილის “მერანს” 2:0 აჯობა. 36-ე წუთზე მოწინააღმდეგის კარი ბადრი დემეტრაშვილმა აიღო, 39-ეზე კი, შოთა დავლაშელიძემ.   

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:2 (0:2)

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:0 (2:0)

ზუგდიდი – სპარტაკი (ცხინვალი) 1:0 (1:0)

 

 

1    

ვიტ ჯორჯია                            

30            

13              

6               

11              

40:38            

45     

2.

ტორპედო 

30

12

6

12

36:43

42

3.

დილა  

30

11

8

11

43:33

41

4.

სპარტაკი 

30

10

4

16

30:37

34

5.

ზუგდიდი

30

8

6

16

22:42

30

6.

მერანი

30

6

4

20

21:56

22

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084189