საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ შემადგენლობაში ორ კვირაზე მეტია, ორი ახალწვეული ირაკლი შალიკაშვილი და საბა ადამაშვილი ვარჯიშობს. შალიკაშვილი, რომელიც 1990 წლის 25 ოქტობერსაა დაბადებული, ამპლუით ნახევარმცველია, ხოლო ადამაშვილი 1992 წლის 29 სექტემბერს არის დაბადებული და ის, მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. ახალწვეულთა დუეტი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობენ და სრულიად შესაძლებელია ისინი, მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ, მორიგი XIV ტურის მატჩში, მარტვილის „მერანის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მინდორზე გაიყვანოს. ირაკლი შალიკაშვილის.კ. „სამტრედიაში“ ასპარეზობდა, როცა ის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, რის შემდეგაც მან „გაგრაში“ ორი სეზონი გაატარა, გაგრიდან კი ისევ სამტრედიაში გადავიდა, ხოლო ბოლოს „ჭიათურაში“ თამაშობდა. რაც შეეხება საბა ადამაშვილს, ბოლო წლები იგი ბოლნისის“სიონის“ და გორის „დილას“ რიგებში ირიცხებოდა. ვფიქრობთ, რომ ახალბედა ფეხბურთელები სათანადოდ დაიმკვიდრებენ ზუგდიდელთა შემადგენლობაში ადგილს და საგრძნობლად გააძლიერებენ კლუბს.
fczugdidi.ge





