2014 წლის 4 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე რუმინეთის ვიცე-ჩემპიონი და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, ტარგუ ჟიუს საფეხბურთო კლუბი ”პანდურიი” გახლდათ. გია გეგუჩაძის გუნდმა შეხვედრა 0:1 წააგო.
"ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მთელი თამაშის განმავლობაში ბურთს ძირითადად ქართველი ფეხბურთელები აკონტროლებდნენ და რამდენიმე საგოლე შანსი ვერ გამოიყენეს, რუმინელებმა კი ტაიმის მიწურულს შექმნილი პირველივე მომენტით ისარგებლეს - 43-ე წუთზე ზესტაფონელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად ალექს დოს სანტოსმა აქცია. ეს გოლი მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა.
დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ასეთი შემდგენლობა იასპარეზეს: მეშველიანი, ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 64), თედორე გრიგალაშვილი, ფერეირა, გურული (გაგოშიძე, 67), ჭელიძე (ჭანტურიშვილი, 64), შარიქაძე (სარდალიშვილი, 64), ჭანკოტაძე (კუხიანიძე, 64), დოლიძე (კაპანაძე, 64), გეწაძე (ფანცულაია, 64), საბანაძე (ტატანაშვილი, 64).
fczestafoni.ge







