ფეხბურთი

17:19 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონის” ხუთი ახალწვეულის წარდგენა

15 ივლისს ”ზესტაფონმა” საზოგადოებას გუნდის ხუთი ახალწვეული წარუდგინა. ჯაბა დვალს, ნიკოლოზ გელაშვილს, ოთარ ხიზანეიშვილს, ლაშა გვალიასა და ბექა ტუღუშს პერსონალური ნომრებით დამშვენებული “ზესტაფონის” მაისურები გადაეცათ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ხუთი ახალწვეული ჰყავს: იმერულ გუნდში დაბრუნებული ფორვარდები ნიკოლოზ გელაშვილი (№ 9) და ჯაბა დვალი (№ 11), მცველი ოთარ ხიზანეიშვილი (№ 33), ნახევარმცველი ლაშა გვალია (№ 77) და თავდამსხმელი ბექა ტუღუში (№ 88).

აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებების თანახმად, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” რიგები დატოვა თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ.

ჩვენ კი გუნდის ახალწვეულთათვის პერსონალური მაისურების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142659