ფეხბურთი

17:45 | 22.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონის” სასტარტო შემადგენლობა “დუკლასთან” მატჩისთვის

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” დღეს, 19:00 საათიდან ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს ბანსკა-ბისტრიცაში ადგილობრივ “დუკლასთან”.
გია გეგუჩაძის გუნდი სტადიონ “სტიავნიცკიზე” სლოვაკთა წინააღმდეგ თამაშს ასეთი შემადგენლობით დაიწყებს:
კვასხვაძე, ბენაშვილი, ხიდეშელი, ონიანი, ელიავა, ძარია, გორგიაშვილი, აფციაური, გრიგალაშვილი, დვალი, გელაშვილი
თადარიგში იქნებიან: მამალაძე, მაკარიანი, კობახიძე, ბაბუნაშვილი, ალადაშვილი, ლომია, ფიფია.
იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც ზესტაფონელთა თავკაცმა ბანსკა-ბისტრიცაში იახლა, 18-კაციან განაცხადს მიღმა ცხადაია და მიქაბერიძე დარჩნენ.
შეგახსენებთ, რომ “ზესტაფონმა” “დუკლას” პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე 3:0 მოუგო.

ფრიდონ კერვალიშვილი ბანსკა-ბისტრიცადან
მიხალ სვიტოკის ფოტო სპეციალურად “მსოფლიო სპორტისთვის”

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.137542