საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ახალი სეზონისთვის ავსტრიაში მზადებას განაგრძობს. იმერლებს მიმდინარე შეკრებაზე მეორე სპარინგ-მატჩი დონეცკის "შახტართან" 30 ივნისისთვის ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა, როგორც ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, შეხვედრა, უკრაინელთა თხოვნით, ერთი დღით ადრე, 29 ივნისს ჩატარდება. ზესტაფონელები უკრაინის მოქმედ ჩემპიონს კვირას, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონმა" ავსტრიაში პირველი სპარინგი ასევე უკრაინულ კლუბთან, კიევის "დინამოსთან" გამართა და 0:6 დამარცხდა.







