ფეხბურთი

14:13 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონის” ბაზაზე მესამე მინდორიც ამოქმედდა

 

უამინდობით გამოწვეული რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, “ზესტაფონელები” მწვანე მინდორზე ვარჯიშს დაუბრუნდნენ. კვირას ვარჯიში ზემოიმერული კლუბის მშენებარე ბაზის მესამე საფეხბურთო მოედანზე გაიმართა.

“ზესტაფონელთა” ბაზაზე ამოქმედებულ პირველ და მეორე მოედნებზე უკრაინიდან შემოტანილი ბალახის რულონებია დაგებული. რაც შეეხება სპორტული კომპლექსის მესამე საფეხბურთო მოედანს, ის ორი “წინამორბედისაგან” განსხვავებით უნიკალური გახლავთ. საქმე ისაა, რომ რულონების დაგების ნაცვლად, ამ მოედანზე 2012 წლის 23 ოქტომბერს უკრაინული კომპანია “ლიდია-პარკის” წარმომადგენელთა მეთველყურეობით, სპორტულ ობიექტებზე გამოყენებისათვის განკუთვნილი ამერიკული ფირმა “ჟაკლინის” თესლი დაითესა..

დათესვის შემდეგ გასული 15 თვის განმავლობაში მინდორი ჯერ “ლიდია-პარკის”, შემდეგ კი, კომპანია “Lawns of Georgia”-ს სპეციალისტების სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და კარგი ხარისხით ცნობილ “ზესტაფონის” საფეხბურთო მოედნებს შორის სადღეისოდ საუკეთესო გახლავთ.

მართალია, რამდენიმე დღის წინ ახალი მინდორი ფეხბურთელთა ერთმა ჯგუფმა მწრთნელებთან ერთად “დააჭაშნიკა”, თუმცა პირველი სრულფასოვანი ვარჯიში ნათლისღებას გამართა.

აქვე შეგახსენებთ იმას, რომ 20 იანვარს, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დუბლშემადგენლობა “ბენდელას” თასის გათამაშებაში ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე გასამართი მატჩით ჩაებმება. რაც შეეხება მარგველთა პირველ გუნდს, მიმდინარე წლის პირველი ამხანაგური მატჩი 21 იანვარს გაიმართება - ზემოიმერლები მარტვილის “მერანს” საკუთარ ბაზაზე უმასპინძლებენ. მატჩი 15:30 საათზე დაიწყება.

fczestafoni.ge

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092872