ფეხბურთი

18:13 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონი” ხიზანეიშვილმა და ქობალიამ დატოვეს

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა.

“ზესტაფონელთა” პრესამსახურის ინფორმაციით, კლუბთან შეთანხმების შედეგად კონტრაქტები ნაადრევად ირაკლი ქობალიამ და ოთარ ხიზანეიშვილმა გაწყვიტეს. ქობალია ტრავმირებული იყო და გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მოყოლებული გუნდს ვერ ეხმარებოდა.

32 წლის ხიზანეიშვილმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში შეცვლაზე კი ითამაშა, მაგრამ გუნდის შეცვლა გადაწყვიტა. ის “ზესტაფონს” მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა და წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა.

“ზესტაფონი” მე-2 ტურში სტუმრად ივანწმინდაში საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდება. სხვათა შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავს. აქამდე, ივანწმინდიდან რეპორტაჟი არასოდეს ყოფილა. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09299