ფეხბურთი

10:47 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზეედორფი: “მილანი” ალეგრის გამო დავტოვე”

ბრაზილიური “ბოტაფოგოს” ვეტერანმა ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც “მილანის” დატოვება მოუწია. ჰოლანდიელის თქმით, “სან სიროდან” “როსონერის” თავკაცის – მასიმილიანო ალეგრის გამო აბარგდა.

“დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ “მილანიდან” წასვლის მიზეზი ალეგრი იყო. მასთან კარგი ურთიერთობა არასდროს მქონია. ალეგრი “ბარსელონასთან” და “იუვენტუსთან” დიდ დაპირისპირებებში მათამაშებდა, შემდეგ კი, 3-4 მატჩში სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. მე ყოველთვის თამაში მინდა.

“მილანში” ისეთი ფეხბურთელები დარჩნენ, რომლებიც ჩემზე ასაკიანები იყვნენ. შესაძლოა, 100%-ით მზად არ ვიყავი, მაგრამ ჩემს ასაკში, ფორმის შესანარჩუნებლად რეგულარული თამაშია საჭირო. ამის კარგი მაგალითები არიან პოლ სქოულზი და რაიან გიგზი. ალეგრი თამაშის საშუალებას არ მაძლევდა”, - განაცხადა 37 წლის ჰოლანდიელმა SportTV-ს ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ზეედორფმა “მილანი” 2012 წელს დატოვა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06892