კალათბურთი

14:31 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას პირველი ორმაგი დუბლი ტრავმიანობის შემდეგ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია მოედანს ტრავმით გამოწვეული ორთვიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სასურველ ფორმაში მალევე შევიდა.

ზაზას “ბაქსმა” ნბა-ში მორიგი მატჩი შინაურ “ჰარის ბრედლი სენთერში” დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “ჰიუსტონ როკესთან” გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 95:101 წააგო, ქართველმა ცენტრმა კი საქმეში დაბრუნების შემდეგ, პირველი ორმაგი დუბლი შესრულა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე საკმაო დრო – 29:27 წუთი გაატარა. აღნიშნულს ხელი ლარი სანდერსის ტრავმამაც შეუწყო. ამ უკანასკნელს მხოლოდ 04:23 წუთი ჰქონდა ნათამაშები, როდესაც სტუმართა ერთ-ერთი ლიდერის ჯეიმს ჰარდენის იდაყვი მოხვდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

ზაზას შეტევაში ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. მან ხუთივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 10 მოხსნა (3 შეტევაში), 5 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ორჯერ დაკარგა და 4 ფოლი (1 ტექნიკური) მიიღო.

ფაჩულიას გარდა, მასპინძელთაგან დაბლ-დაბლს (14 ქულა, 10 მოხსნა) გამორჩა ჯონ ჰენსონიც, ბრენდონ ნაიტმა 23 ქულა ჩააგდო, ხოლო კრის მიდლტონმა 20 ქულას 8 პასი წაამატა.

ჰიუსტონელთა გამარჯვება ამჯერადაც მათი ლიდერების ჩინებულმა თამაშმა განაპირობა. დუაიტ ჰოვარდმა 27 ქულას 13 მოხსნა წაამატა და თანაც ბოლო წამებზე მიჯრით 3 საჯარიმო ჩააგდო, არადა, აღნიშნული “სუპერმენის” სუსტ წერტილად ითვლება. თავის მხრივ, 22 ქულა მიითვალა ჯეიმს ჰარდენმა.

“მილუოკის” 9 მოგების წილ 41 მარცხი მოუგროვდა და მთელს ლიგაში ბოლო ადგილზე რჩება. ფაჩულიას კლუბს მომდევნო მატჩი 11 თებერვლის დილას შინ “ბოსტონ სელტიქსთან” ელის, დღეს ღამით კი თორნიკე შენგელიას “ჩიკაგო ბულზი” “ლოს ანჟელეს ლეიკერსს” ესტუმრება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას “ვიასატ სპორტი” აწარმოებს.

 

მილუოკი – ჰიუსტონი 95:101 (26:29, 19:27, 24:25, 26:20)

მილუოკი: ნაიტი (23 ქ.), მიდლტონი (20 ქ. 8 პ.), უოლტერსი (19 ქ. 7 მ.), ჰენსონი (14 ქ. 10 მ. 4 დ.), სენდერსი (2 ქ.); ფაჩულია (12 ქ. 10 მ.), ნილი (2 ქ.), რადულიცა (2 ქ.), ადეტოკოუმბო (1 ქ.).

ჰიუსტონი: ჰოვარდი (27 ქ. 13 მ.), ჰარდენი (22 ქ.), ბევერლი (15 ქ.), პარსონსი (8 ქ.), ჯონსი (2 ქ.); ლინი (18 ქ.), მოტეიუნასი (9 ქ.), კასპი, აშიკი.

 

შარლოტი – სან ანტონიო 100:104 (25:21, 17:20, 28:28, 30:35)

შარლოტი: ჯეფერსონი (26 ქ. 9 მ.), ჰენდერსონი (23 ქ.), უოკერი (18 ქ. 8 პ.), მაკრობერტსი (7 ქ.), კიდ-გილკრისტი (4 ქ. 12 მ.); სეშნსი (10 ქ.), ზელერი (6 ქ.), ტოლივერი (6 ქ. 7 მ.), პარგო, ბიიომბო.

სან ანტონიო: დანკანი (16 ქ. 13 მ.), დიაო (13 ქ.), პარკერი (9 ქ.), ჯოზეფი (8 ქ.), გრინი (3 ქ.); მილსი (32 ქ. 7 მ.), დე კოლო (15 ქ.), ეირსი (8 ქ.), ბრაუნი, ბონერი.

 

ატლანტა – მემფისი 76:79 (29:27, 14:10, 11:24, 22:18)

ატლანტა: მილსეპი (20 ქ. 11 მ. 6 პ. 5 ჩ.), კეროლი (13 ქ.), კორვერი (9 ქ.), ტიგი (8 ქ.), აიონი (6 ქ. 8 მ.); ბრენდი (9 ქ. 7 მ.), უილიამსი (6 ქ.), მარტინი (5 ქ.), სკოტი.

მემფისი: რენდოლფი (20 ქ.), ლი (14 ქ.), კალატესი (10 ქ.), გასოლი (8 ქ. 8 მ. 7 პ.), პრინსი; მილერი (8 ქ.), ჯონსონი (8 ქ.), მორისი (5 ქ.), კუფოსი (4 ქ.), დევისი (2 ქ. 7 მ.).

 

დეტროიტი – დენვერი 126:109 (30:29, 35:32, 32:25, 29:23)

დეტროიტი: ჯენინგსი (35 ქ. 12 მ.), სმიტი (30 ქ. 10 მ. 8 პ.), დრამონდი (18 ქ. 15 მ.), მონრო (14 ქ.), სინგლერი (10 ქ.); სტაკი (19 ქ.), კოლდუელ-პოუპი, იერებკო.

დენვერი: ფოი (25 ქ.), ჩენდლერი (20 ქ.), ჰიკსონი (15 ქ. 16 მ.), ფარიდი (11 ქ.), ლოუსონი (6 ქ. 7 პ.); ფურნიე (12 ქ.), მილერი (6 ქ.), რენდოლფი (6 ქ.), არტური (4 ქ.), მოზგოვი (3 ქ.), ჰემილტონი (1 ქ.).

 

მინესოტა – პორტლენდი 110:117 (23:28, 31:27, 29:28, 27:34)

მინესოტა: ბრიუერი (26 ქ. 7 მ.), რუბიო (25 ქ. 9 პ.), ბადინგერი (19 ქ.), კანინგემი (14 ქ. 10 მ.), ტურიაფი (8 ქ. 13 მ.); მუჰამადი (12 ქ.), ბარეა (6 ქ.), შვედი, მბა ა მუტე, ჰამელი, ჯენგი.

პორტლენდი: ოლდრიჯი (26 ქ. 9 მ.), მეტიუზი (21 ქ. 6 პ.), ბატუმი (15 ქ.), ლილარდი (14 ქ.), ლოპესი (7 ქ. 11 მ. 4 დ.); მაკკოლუმი (19 ქ.), ფრილენდი (11 ქ.), უოტსონი (3 ქ.), რობინსონი (1 ქ.), რაიტი.

 

იუტა – მაიამი 94:89 (32:20, 20:30, 16:16, 26:23)

იუტა: უილიამსი (23 ქ.), ჯეფერსონი (14 ქ.), ბერკი (13 ქ.), ჰეივორდი (9 ქ. 9 მ.), ფეივორსი (8 ქ. 7 მ); ბერკსი (12 ქ.), კანტერი (8 ქ. 8 მ.), ევანსი (6 ქ. 7 მ.), რაში (1 ქ.), გარეტი.

მაიამი: უეიდი (19 ქ.), ჯეიმსი (13 ქ. 7 მ.), ბოში (13 ქ. 7 მ.), ჩალმერსი (12 ქ. 7 პ.), ბატიე (8 ქ.); კოული (12 ქ.), ალენი (9 ქ.), ანდერსენი (3 ქ.), ოდენი.

 

ფინიქსი – გოლდენ სტეიტი 122:109 (29:28, 34:31, 32:31, 27:19)

ფინიქსი: დრაგიჩი (34 ქ. 10 პ.), გრინი (25 ქ.), ტაკერი (16 ქ. 15 მ.), ფრაი (13 ქ.), პლამლი (12 ქ. 7 მ.); მარკუს მორისი (14 ქ.), ბარბოზა (6 ქ.), სმიტი (2 ქ.), მარკიფ მორისი.

გოლდენ სტეიტი: კარი (28 ქ. 9 პ.), ტომპსონი (17 ქ.), იგუდალა (12 ქ. 8 მ.), ო’ნილი (11 ქ.), გრინი (5 ქ.); ბარნსი (23 ქ.), კროუფორდი (10 ქ.), სპეიტსი (2 ქ.), ბეიზმორი (1 ქ.).

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 49 36 3 0 10 4840:4444 0.796
2. მაიამი 49 33 2 2 12 5097:4843 0.714
3. ტორონტო 50 25 1 3 21 4970:4853 0.520
4. ატლანტა 49 22 3 1 23 5004:4941 0.510
5. ვაშინგტონი 49 22 2 6 19 4871:4885 0.490
6. ჩიკაგო 49 22 2 2 23 4514:4555 0.490
7. ბრუკლინი 48 20 2 2 24 4685:4813 0.458
8. შარლოტი 51 20 2 2 27 4817:4951 0.431
9. დეტროიტი 50 21 0 3 26 5032:5141 0.420
10. ნიუ იორკი 50 18 2 1 29 4859:4936 0.400
11.    ბოსტონი 51      17      1      0      33      4849:5032      0.353
12. კლივლენდი 50 13 4 2 31 4831:5136 0.340
13. ფილადელფია      51 11 4 1 35 5157:5610 0.294
14. ორლანდო 52 15 0 4 33 5009:5294 0.288
15. მილუოკი 50 8 1 5 36 4615:5090 0.180

 

დასავლეთ კონფერენცია

1. ოკლაჰომა სიტი 52 38 2 0 12 5457:5069 0.769
2. სან ანტონიო 51 35 2 0 14 5297:4964 0.725
3. პორტლენდი 51 33 3 1 14 5506:5278 0.706
4. კლიპერსი 53 33 2 1 17 5640:5340 0.660
5. ჰიუსტონი 51 33 1 1 16 5371:5173 0.667
6. ფინიქსი 50 30 0 2 18 5254:5091 0.600
7. დალასი 51 30 0 1 20 5337:5216 0.588
8. გოლდენ სტეიტი      51      29      1      2      19      5256:5054      0.588
9. მემფისი 49 25 2 1 21 4663:4652 0.551
10. დენვერი 49 24 0 0 25 5085:5093 0.490
11. მინესოტა 51 23 1 1 26 5385:5196 0.471
12. ნიუ ორლეანი 49 20 2 0 27 4896:4963 0.449
13. ლეიკერსი 50 18 0 1 31 5057:5304 0.360
14.    იუტა 50 16 1 1 32 4704:5034 0.340
15. საკრამენტო 50 15 2 2 31 5077:5184 0.340
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061067