ფეხბურთი

16:53 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზარანდია ლაზარეთს დაემშვიდობა

“გენკის” ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია მწყობრშია. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, ზარანდიამ გუნდის ლაზარეთი დატოვა.

18 წლის მოთამაშეს ტრავმის გამო თვეზე მეტი გაუცდა და ბელგიური კლუბის მაისურით ოფიციალურ მატჩებში დებიუტის საშუალება არ მისცემია, ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდის დროს კი, “გენკმა” “ლომელთან” მატჩში ზარანდიას გოლით მოიგო.

დღეს “გენკი” ბელგიური ფეხბურთის გრანდ “ბრიუგეს” უპირისპირდება (თამაში ამ წუთებში მიმდინარეობს). კლუბის კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაშია, ხოლო ზარანდია, გასაგები მიზეზების გამო, განაცხადშიც არ არის.

სატურნირო ცხრილში ქართველი მოთამაშეების გუნდი 6 ტურის შემდეგ მე-12 ადგილზე იმყოფება, თუმცა მხოლოდ ერთი წაგება აქვს. გამარჯვებაც მხოლოდ ერთხელ მოახერხა ოქრიაშვილის გოლით. დანარჩენი მატჩები კი ფრედ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125065