ფეხბურთი

19:13 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზამერი: “ბაიერნი” აღარავის შეიძენს”

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტული დირექტორი მათიას ზამერი აცხადებს, რომ თუ მისი გუნდის რომელიმე ფეხბურთელმა ტრავმა არ მიიღო, “რეკორდმაისტერი”, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, აღარავის შეიძენს.

“ამ ეტაპზე, ახალი ფეხბურთელების დამატებას არ ვაპირებთ. თუმცა, სატრანსფერო ფანჯარა ღია კიდევ 2 თვის განმავლობაში იქნება და თუ ვინმე ტრავმას მიიღებს, რეაგირებას მოხდენა შეგვეძლება.” – ციტირებს ზამერის სიტყვებს ESPN.

2013-14 წლების სეზონისთვის, “ბაიერნმა” უკვე დაიმატა მარიო გიოტცე, იან კირხოფი და მიჩელ ვაიზერი. გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენელებს დავიდ ლუისის შეძენაც სურდათ, მაგრამ თუ ზამერს დავუჯერებთ, ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12215