ფეხბურთი

18:02 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზამერი: “ალაბა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტული დირექტორი მათიას ზამერი, ავსტრიელ მარცხენა მცველ დავიდ ალაბას მსოფლიოში თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს.

“დავიდი “ბაიერნისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ალაბა ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია”, – იუწყება ზამერის სიტყვებს “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდი.

ზამერის მოსაზრებას იზიარებს მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი:

“ალაბა უმაღლეს დონეზე თამაშობს. ამავე დროს, ის თამაშიდან თამაშამდე სწრაფად პროგრესირებს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113886