ძიუდო

20:28 | 12.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ზაიზენბახერი შემადგენლობის დასახელებას არ ჩქარობს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისწინა დასკვნით შეკრებას დუშეთის სპორტულ კომპლექსში გადის. ევროპირველობა 21-24 აპრილს, სტამბოლში უნდა გაიმართოს, ქართული გუნდის თურქეთში გამგზავრებამდე კი ერთი კვირაღა რჩება, მაგრამ მთავარ მწვრთნელს, პიტერ ზაიზენბახერს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია. ავსტრიელი სპეციალისტი თურქეთში წამსვლელთა სიას ამ დღეებში, სავარაუდოდ საკონტროლო შეხვედრების ჩატარების შემდეგ ჩამოწერს, ოღონდ აქედანვე გარკვეულია, რომ ევროპირველობაზე ძირითადად მეორე ნომრებად მიჩნეული ძიუდოისტებით დაკომპლექტებული ნაკრები გაემგზავრება.
ლიდერების დატვირთვას რომ არ აპირებს, ავსტრიელმა სპეციალისტმა “მსოფლიო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუშიც განაცხადა და ეს ტაქტიკური სვლა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოებით ახსნა. წინასწარ დაწერილი პროგრამის თანახმად, ზაიზენბახერის რჩეულმა შეგირდებმა პიკს აგვისტოს ბოლოს, პარიზში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა მიაღწიონ.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ შარშან შემოღებული წესის თანახმად, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მონაწილე ქვეყნებს თითო წონით კატეგორიაში ორ-ორი ძიუდოისტის დაყენების უფლება აქვთ. საქართველოს ნაკრების თავკაცი, ევროპის ჩემპიონატზე ამ ქვოტის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168596