თამაშგარე

12:12 | 17.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ყვითელი პრესა ლარისასა და ფაბროს შუაში

ყვითელი პრესა, რისი ყვითელი პრესა იქნება, ტყუილი-მართალი ჭორები თუ არ ააგორა ცნობილ და არაცნობილ სპორტსმენებსა თუ სხვა სახელგანთქმულ ადამიანებზე. მაგრამ ისიც ნათქვამია, ისეთ ტყუილს რა ვუთხარი, სიმართლის მარცვალი რომ არ ერიოსო... ამჟამად, ლათინოამერიკული პრესა ირწმუნება, რომ საფეხბურთო კლუბ “სერო პორტენიოს“ ნახევარმცველი - ჯონათან ფაბრო მეგობარ გოგონას, ლარისა რიკელმეს ღალატობს.
ლარისა რიკელმეს წარდგენა არც სჭირდება - მისი თამამი გამოსვლების გარეშე, ალბათ, წარმოუდგენელია ლათინოფეხბურთი. გოგონა მართლაც რომ უზადო გარეგნობით გამოირჩევა და ლამაზმანის ტიტულს ნამდვილად იმსახურებს. ფაბრო ამტკიცებს, რომ ყვითელი პრესის დაჯერება არ ღირს და გავრცელებული ჭორები ჩვენს სათუთ ურთიერთობას ვერაფერს დააკლებსო.
წყვილი დაქორწინებას ჯერჯერობით არ ჩქრაობს. „ჯერ ადრეა _ ამბობს ჯონათანი, - ერთად მშვენივრად ვგრძნობთ თავს. ლარისა „სერო პორტენიოს“ მატჩებს არ აცდენს და მე და ჩემს გუნდს გვქომაგობს“...  
ცობილია, რომ რიკელმეს უყვარს ხანმოკლე რომანები ფეხბურთელებთან. მართალია, ჯონათანი ყურებამდეა შეყვარებული ლამაზმანზე, მაგრამ თუკი ყვითელი პრესის ჭორები ადრე თუ გვიან აუხდა ფეხბურთელს, გასაკვირი არაფერი იქნება...  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093209