ფეხბურთი

17:42 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დონეცკის “მეტალურგში” ყენიას ტრანსფერი ჩაიშალა

 

ლევან ყენიას უკრაინის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ დონეცკის “მეტალურგში” ტრანსფერი ჩაიშალა.

ინტერნეტპორტალ transfers.in.ua კომენტატორ ვიქტორ ვაცკოზე დაყრდნობით იუწყება, რომ მხარეების კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ. 23 წლის ყენიამ დონეცკურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებამდე საქმე აღარ მივიდა.

სექტემრის პირველ რიცხვებში ყენია რუსეთის პრემიერლიგის გუნდ მოსკოვის “ტორპედოში” ვარჯიშობდა, მაგრამ ვერც ხსენებულ კლუბში დარჩა.

0.114018