ფეხბურთი

17:09 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყენია მოსკოვის “ტორპედოშია”

 

ლევან ყენია რუსეთის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ მოსკოვის “ტორპედოს” შემადგენლობაში ვარჯიშობს.

ქართველი ფეხბურთელი მოსკოველებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა. “ტორპედო” პრემიერლიგაში გასულ სეზონში დაბრუნდა და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ნიკოლაი სავიჩევია. 6 ტურის შემდეგ, მოსკოველებს 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილი უკავიათ.

ყენიამ, რომელიც 18 ოქტომბერს 24 წლის ხდება, გასული სეზონი დიუსელდორფის “ფორტუნაში” გაატარა, სადაც ტრავმების გამო, მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1145