ფეხბურთი

10:46 | 10.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ყენია გუნდთან ერთად ვარჯიშობს: ჯერ “შალკე II”...

სასიამოვნო ცნობა: როგორც იქნა, 19 წლის ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. მართალია, ლევანი ჯერ “შალკე II”-ში (სარეზერვო გუნდი) ემზადება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ უკვე სრულ დატვირთვებს იღებს – ეს თავად აცნობა “მსოფლიო სპორტს”.
“როდის შევძლებ თამაშს ან როდის გადავალ მთავარ გუნდში, ჯერ არ ვიცი. მთავარია, დატვირთვებით ვვარჯიშობ. ფეხის ჩადგმისას ტკივილი ცოტა მაწუხებს, მაგრამ იმედია, მალე გაივლის” – გვითხრა ლევანმა.
შეხსენებისთვის, ყენიას უკვე 8 თვეზე მეტია, არ უთამაშია. კოჭის ოპერაცია პირველად დეკემბერში, მეორედ კი წლეულს მაისში დასჭირდა. და თავად ლევანის თქმით, ორივე ოპერაცია ცუდად გაუკეთეს, რის გამოც ზაფხულიდან სხვა ექიმთან მოუწია მკურნალობა.

ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09011