ფეხბურთი

15:33 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილს კონტრაქტს ერთი წლით გაუხანგრძლივებენ

 

არნემის “ვიტესი” ქართველ ნახევარმცველს ვაკო ყაზაიშვილს კონტრაქტს ერთი წლით გაუხანგრძლივებს. ამის შესახებ ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. აქვე გეტყვით, რომ არნემელები ხელშეკრულებას ორი წლით გაუხანგრძლივებენ ეკვადორელ რენატო იბარას.  

“ჩვენ ვაკოსთან და რენატოსთან კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობა განვიხილეთ. ორივე ნიჭიერი ფეხბურთელია და მათთან ხანგრძლივი თანამშრომლობა გვსურს” – იუწყება “ვიტესის” ვებგვერდი კლუბის ტექნიკური დირექტორის მუჰამედ ალახის სიტყვებს.

21 წლის ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში “ვიტესში” 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116138