ფეხბურთი

2:08 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა ისევ გაიტანა

ჰოლანდიის ერედივიზიონში ზედიზედ მე-2 გოლი გაიტანა ვაკო ყაზაიშვილმა. არნემის “ვიტესის” ქართველმა ნახევარმცველმა მე-2 ტურში თავი სტუმრად “ვაილვაიკთან” გამოიჩინა, ახლა კი, ასევე გასვლით შეხვედრაში კერკრადეს “როდასთან” იხეირა.

ყაზაიშვილმა გოლი 62-ე წუთზე შეაგდო და “ვიტესი” გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა გურამ კაშიას შეცდომის კვალად მარკო ჰოჩერმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

ყაზაიშვილი მოედანზე 76-ე წუთამდე გახლდათ, კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, არნემელთა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია კი მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა. “ვიტესი” 4 ქულით მე-9 ადგილზეა, მორიგი მატჩი კი 25 აგვისტოს შინ ენსხედეს “ტვენტესთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110195