ფეხბურთი

23:33 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი!

ჰოლანდიის ერედივიზიონში არნემის "ვიტესმა" სტუმრად 6:2 სძლია "დორდრეხტს" და მატჩის გმირი 21 წლის ქართველი ვაკო ყაზაიშვილი გახდა. ყაზაიშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ეს სამივე გოლი მეორე ნახევარში გაიტანა: 55-ე, 64-ე და 93-ე წუთებზე.

საინტერესოა, რომ ვაკო სასტარტო შემადგენლობაში არ მოიაზრებოდა, მაგრამ მატჩის დღეს შუძლოდ გახდა დევი პროპერი და ქართველს მის ნაცვლად დააწყებინეს თამაში. საწყის ტურებში "ვიტესის" მწვრთნელი თავდამსხმელად ათამაშებდა ყაზაიშვილს, ამჯერად კი თავის პოზიციაზე, ნახევარდაცვაში დააყენა და როგორ გაუმართლა, მშვენივრად გამოჩნდა.

ისე, ბოლოს როდის მოხდა, რომ ჰოლანდიის დონის ლიგაში ქართველმა ჰეთ-თრიქი შეასრულა... გახსენებაც ჭირს.

არ უთამაშია გურამ კაშიას, რომელსაც ტრავმა აქვს და შესაძლოა, მომდევნო შეხვედრაში გამოჩნდეს მინდორზე.

 http://www.youtube.com/watch?v=0XCvi7sNOvo

ილია კახელიშვილი

0.144122