ჩოგბურთი

15:34 | 9.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხვალ დილით – ანა ელისონის წინააღმდეგ

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მიდლენდის 100-ათასიანი ტურნირის პირველი რაუნდი პრობლემების გარეშე დასძლია და მერვედფინალში გააღწია, სადაც 21 წლის ამერიკელ ელისონ რისკეს დაუპირისპირდება. მომავალი მატჩი ხვალ დილით, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ტატიშვილმა DOW CORNING TENNIS CLASSIC-ში შარშანაც ითამაშა და საწყის რაუნდში პირველი რეიტინგის მქონე ვარვარა ლეპჩენკოს (აშშ) 6:7 (4:7), 6:3, 6:4 სძლია, თუმცა, შემდეგ მომავალ გამარჯვებულ ლუსი ჰრადეჩკასთან 3:6, 5:7 დამარცხდა. ამგვარად, გასულ წელს ანამ 18 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რომლის დაცვა უკვე მოახერხა, მომდევნო წარმატებები კი უკვე მის აქტივს შეემატება.
ცნობისთვის, 100-ათასიან ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლა 36 ქულას იძლევა, ნახევარფინალი – 70-ს, ფინალი – 100-ს, ხოლო ჩემპიონობა – 140-ს. ისიც ვთქვათ, რომ ტატიშვილი მიჩიგანურ ტურნირზე წყვილთა გათამაშებაშიც თამაშობს და ამერიკელ ალექსა გლატჩთან ერთად მეოთხედფინალში გახლავთ გასული.
შტატებშივე, რანჩო მირაჟის 25-ათასიან ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა ეკატერინე გორგოძისა და სოფო შაფათავას დუეტმა. ქართულმა წყვილმა მე-4 განთესვის მქონე უკრაინელებს – ბურიაჩოკსა და იანჩუკს 6:1, 6:4 სძლია და მეოთხედფინალში იტალიურ-სლოვაკურ ტანდემს (ბარბიერი-ლუკნაროვა) გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167839