ჭადრაკი

17:06 | 17.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხუხაშვილი ლიდერია

ირანის ქალაქ მაშჰადში დასასრულს უახლოვდება საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც სამი ქართველი მოჭადრაკე – სოფიკო ხუხაშვილი (2408), ბაჩანა მორჩიაშვილი (2372) და აკაკი შალამბერიძეც (2330) თამაშობენ.
ხუხაშვილი ქალთა ტურნირში პირველ ნომრად გახლდათ განთესილი და ჯერჯერობით, ფავორიტის სტატუსს სრულად ამართლებს. სოფიკომ შვიდ ტურში 6.0 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნული ლიდერია, მისი უახლოესი კონკურენტი კი სომხეთის ნაკრებში მოთამაშე მარია კურსოვაა (2306) 5.5 ქულით. მე-8 ტურში ხუხაშვილი შავი ფიგურებით სწორედ კურსოვას დაუპირისპირდება.
ვაჟთა ტურნირში 8 ტურის თავზე 7.5 ქულით სომეხი არმან პაშიკიანი (2608) დაწინაურდა, ქართველებს კი ლიდერებში ვერ ვხედავთ. მორჩიაშვილი 5.5 ქულით 22-ეა, ხოლო შალამბერიძე 5.0 ქულით – 24-ე. მე-9 ტურში ქართველი მოჭადრაკეები თეთრი ფიგურებით დაბალი რეიტინგის მქონე ირანელებს ეთამაშებიან: მორჩიაშვილი – აბედის (2199), შალამბერიძე კი – გოლამის (2011).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094379