ჭადრაკი

16:00 | 23.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხუთეული ცნობილია

საქართველოს საჭადრაკო ჩემპიონატის პირველი ლიგის გამარჯვებული დავით ლომსაძე (2343) გახდა, რომელიც ბოლო ტურში თეთრი ფიგურებით გიორგი ნიკოლაიშვილს (2275) დაუზავდა და 7.0 ქულა მოაგროვა. მან დამატებითი მაჩვენებლებით დავით ბენიძეს (2518) აჯობა, რომელმაც მე-9 ტურში შავებით ზურაბ ჯავახაძეს (2446) სძლია.
უმაღლესი ლიგის კიდევ 3 საგზური დავით ჯოჯუამ (2545), გიგა ყუფარაძემ (2484) და გაიოზ ნიგალიძემ (2457) მოიპოვეს, რომელთა აქტივშიც 6.5-6.5 ქულა გახლდათ. დასკვნით ტურში ყუფარაძემ და ნიგალიძემ ყაიმი გააფორმეს, ხოლო ჯოჯუამ თეთრი ფიგურებით ოთარ ჯირკვალიშვილს (2252) სძლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167597