ქართველმა მოჭადრაკე ინგა ხურცილავამ (2258) საბერძნეთის ქალაქ ნიკეაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში ზედიზედ ორი მარცხი განიცადა და 122 მონაწილეს შორის, 4.5 ქულით, 28-ე ადგილამდე დაქვეითდა.
ხურცილავამ მე-7 ტურში თეთრი ფიგურებით ბერძენ ნიკოლაოს ტეპელენისთან (2224) წააგო, მერვეში კი შავებით ბულგარელ რადისლავ ატანასოვთან (2227) დამარცხდა.
დასკვნით მე-9 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით კიდევ ერთ ბულგარელ ვენეტა პეტკოვას (1964) ეთამაშება.
ნიკეას ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი უმაღლესი რეიტინგის (2572) მქონე უკრაინელი იაროსლავ ჟერებუხია, რომელსაც რვავე პარტია მოგებული აქვს.







