ჭადრაკი

1:52 | 28.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხურციძემ ბოლო ადგილს თავი დააღწია

ქართველმა მოჭადრაკე ნინო ხურციძემ (2456) ფიდე-ს გრან-პრის მორიგ ეტაპზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და როგორც იქნა, ბოლო ადგილს თავი დააღწია. სომხეთის ქალაქ ჯერმუკში მიმდინარე ტურნირის ბოლოსწინა მე-10 ტურში ხურციძემ თეთრი ფიგურებით მონღოლი ბატხუაგ მუნგუნტუული (2447) დაამარცხა და თავი 3.5 ქულას მოუყარა.
ქართველი მოჭადრაკე რუს ეკატერინა კოვალევსკაიას (2417) და მის მიერ ძლეულ მუნგუნტუულს დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის და მე-10 ადგილზეა, ბოლო ტურში კი შავებით სომეხ ლილიტ მკრტჩიანს (2450) ეთამაშება.
დასკვნითი ტურის წინ ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატი ჩინელი იიფან ჰოუა (2617), რომელსაც 7.0 ქულა აქვს და თანამემამულეებს – ვენჯუნ ჟუს (2518) და ლუფეი რუანს (2483) ქულით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ ჯერმუკის ეტაპი რიგით მეხუთეა, სულ კი ექვსი ტურნირია დაგეგმილი, რომელთაგან მოჭადრაკეებს სამ საუკეთესო შედეგს დაუთვლიან და გამარჯებულიც გამოვლინდება.
ეტაპის მოგებისთვის 160 ქულაა გათვალისწინებული, შემდეგ კი ქულები ასე ნაწილდება: II – 130, III – 110, IV – 90, V – 80, VI – 70, VII – 60, VIII – 50, IX – 40, X – 30, XI – 20, XII – 10.
ამ დროისთვის გრან-პრის მოწინავე ხუთეულს ქულათა ასეთი მონაგარი გააჩნია: ჰოუ – 420, ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2606) – 375, ლაჰნო – 260, ჟაო – 235, ვიკტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2525) – 235.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.107109