ჭადრაკი

15:41 | 11.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხურციძე ლიდერთა კვალში

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის 8 ტურის თავზე ლიდერებთან ყველაზე ახლოს ნინო ხურციძე (2447) იმყოფება, რომელმაც შავი ფიგურები ფრანგ მარი სებაგს (2512) სძლია და თავი 6.0 ქულას მოუყარა. ხურციძე დამატებითი მაჩვენებლებით მეექვსეა, ლიდერები კი რუმინელი კრისტინა-ადელა ფოისორი (2398), რუსი ვალენტინა გუნინა (2511) და სლოვენიელი ანა მუზიჩუკი (2583) არიან, რომელთა აქტივშიც 6.5-6.5 ქულაა.
დაწინაურებულ მოჭადრაკეებს ქულით ჩამორჩებიან და შესაბამისად, მე-11 და მე-13 ადგილებზე იმყოფებიან ნინო ბაციაშვილი (2438) და ბელა ხოტენაშვილი (2490), თურქულ გაზიანთეფში მიმდინარე ევროპის პირველობაზე მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა კი ასეთია: 17. სოფიკო გურამიშვილი (2395) - 5.0, 22. ნანა ძაგნიძე (2559) - 5.0, 23. სალომე მელია (2400) - 5.0, 28. სოფიო გვეტაძე (2334) - 5.0, 30. ნაზი პაიკიძე (2406) - 5.0, 41. ლელა ჯავახიშვილი (2448) - 4.5, 57. მერი არაბიძე (2337) - 4.0, 60. მირანდა მიქაძე (2329) - 4.0.
მე-9 ტურში მუზიჩუკი ფოისორს ეთამაშება, გუნინა – რუს ტატიანა კოსინცევას (2513), ხურციძე – ლიტველ ვიკტორია ჩმილიტეს (2497) და ერთ ქართულ დაპირისპირებასაც ვიხილავთ – ძაგნიძე-გურამიშვილი.
2-13 მარტის ჩათვლით, მონაწილეები ერთმანეთს 11 ტურად კლასიკურ ჭადრაკში შეეჯიბრებიან, 15-16 მარტი სწრაფ ჭადრაკს (რაპიდი) დაეთმობა, ხოლო 17-18 მარტს უძლიერესები ბლიცში გამოვლინდებიან. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი კლასიკურ ჭადრაკში 106 000 ევროა, ხოლო რაპიდსა და ბლიცში – 10-10 ათასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091779