ჭადრაკი

22:23 | 17.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხურციძე ფიდე-ს გრან-პრის ეტაპში ჩაება

სომხეთის ქალაქ ჯერმუკში სტარტი აიღო ფიდე-ს ქალთა გრან-პრის მორიგმა ეტაპმა ჭადრაკში, რომელშიც ქართველი ნინო ხურციძეც (2456) თამაშობს. ჯერმუკის ეტაპის რიგით მეხუთეა, სულ კი ექვსი ტურნირია დაგეგმილი, რომელთაგან მოჭადრაკეებს სამ საუკეთესო შედეგს დაუთვლიან და გამარჯებულიც გამოვლინდება.
აღსანიშნავია, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, გრა-პრიზე ქართველ მოჭადრაკეთა ნაკლებობა შეინიშნება. მეტიც, პირველი ქართველი – ნინო ხურციძე ტურნირში ახლაღა გამოჩნდა და თანაც, ის არც დასკვნით მარდინის ეტაპზე თამაშს გეგმავს, რაც ცოტა უცნაურად გვეჩვენება.
ჯერმუკში ხურციძის გარდა ჰოი იფანი (ჩინეთი, 2617), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2598), ჟაო ქსუე (ჩინეთი, 2556), კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2537), ჟუ ვენჯუნი (ჩინეთი, 2518), ნადეჟდა კოსინცვა (რუსეთი, 2516), რუან ლუფეი (ჩინეთი, 2483), ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2480), ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2450), მუნგუნტუულ ბატხუაგი (მონღოლეთი, 2447) და ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი, 2417) ირჯებიან.
პირველ ტურში ხურციძე თეთრი ფიგურებით ჩინელ ჟუს დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა, ხვალ კი შავებით ძალებს ინდოელ კონერუსთან მოსინჯავს.
ცნობისთვის, ეტაპის მოგებისთვის 160 ქულაა გათვალისწინებული, შემდეგ კი ქულები ასე ნაწილდება: II – 130, III – 110, IV – 90, V – 80, VI – 70, VII – 60, VIII – 50, IX – 40, X – 30, XI – 20, XII – 10.
ამ დროისთვის გრან-პრის მოწინავე ხუთეულს ქულათა ასეთი მონაგარი გააჩნია: ჰოუ – 420, ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2606) – 375, ლაჰნო – 260, ჟაო – 235, ვიკტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2525) – 235.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170482