ჭადრაკი

0:05 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხურციძე ერთპიროვნული ლიდერია

ევროპის ქალთა XIV ჩემპიონატს 6 ტურის თავზე სათავეში 2 ქართველი მოჭადრაკე უდგას: ნინო ხურციძე (2443) 5.5 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა, სალომე მელიას (2428) კი კიდევ ოთხ მონაწილის დარად, 5.0 ქულა გააჩნია, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით, მე-2 ადგილზეა.

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ტურნირის მე-6 ტურში ქართველებმა შავი ფიგურებით იმარჯვეს: ხურციძემ რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა (2401) დაამარცხა, ხოლო მელიამ ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას (2497) სძლია.

სასიხარულოა, რომ მოწინავე ოცეულში კიდევ 5 ქართველი მოჭადრაკე იმყოფება, ამდენად, საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსს ისიც ინარჩუნებენ: 7. მაკა ფურცელაძე (2349) – 4.5; 10. მერი არაბიძე (2320) – 4.5; 12. ბელა ხოტენაშვილი (2152) – 4.5; 17. ნანა ძაგნიძე (2558) – 4.5; 18. მაია ლომინეიშვილი (2351) – 4.5;

ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 8 ქართველი მონაწილე ჰყავს, რომელთა მდგომარეობა ასეთია: 31. ნინო ბაციაშვილი (2405) – 4.0; 44. სოფიკო გურამიშვილი (2421) – 3.5; 55. სოფიო გვეტაძე (2341) – 3.5; 59. ლელა ჯავახიშვილი (2465) – 3.5; 94. ანა გავაშელი (2170) – 3.0; 97. მირანდა მიქაძე (2314) – 3.0; 99. სოფიო ნიკოლაძე (2163) – 3.0; 128. მადონა ბოკუჩავა (2109) – 2.5;

მე-7 ტურში ქართველთა მონაწილეობით რამდენიმე საინტერესო წყვილს გამოვარჩევთ: ხურციძე – გუნინა (რუსეთი, 2507, 5.0 ქულა), ა.კოსტენიუკი (რუსეთი, 2489, 5.0) – მელია, ძაგნიძე – ატალიკი (ECU, 2430, 4.5), ხოტენაშვილი – კოვალევსკაია (რუსეთი, 2407, 4.5), ჩმილიტე (ლიტვა, 2497, 4.5) – ლომინეიშვილი, ფურცელაძე – პოგონინა (რუსეთი, 2478, 4.5), არაბიძე – გირია (რუსეთი, 2437, 4.5).

ევროპის ქალთა XIV ინდივიდუალური ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობს და 3 აგვისტოს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 10 500 ევროს მიიღებს, მეორე პოზიციაზე გასული – 8 250-ს, მესამეადგილოსანი 6 500 ევროთი დაჯილდოვდება, ჯამში კი თანხა ოც მოწინავე მოჭადრაკეზე გადანაწილდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112917