ჭადრაკი

11:17 | 12.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილმა ვაჟებს გადაასწრო

არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაიში მიმდინარე ტურნირის 5 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით რუსი ალეკსანდრ რახმანოვი (2591) დაწინაურდა. მას ნახევარი ქულით 4 მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთა შორის ქართველები არ იმყოფებიან.

ჩვენებურთაგან საუკეთესო შედეგი ბელა ხოტენაშვილს (2492) აქვს, რომელაც თანამემამულე ვაჟებს გადაასწრო და 4.0 ქულით მე-15 ადგილამდე აღზევდა. 3.5 ქულა აქვთ ლევან ფანცულაიას (2556), მიხეილ მჭედლიშვილს (2640) და კონსტანტინე შანავას (2578), რომელთაც შესაბამისად, 28-ე, 30-ე და 59-ე პოზიციები უკავიათ.

3.0 ქულით 59-ე საფეხურზე დამკვიდრდა სოფიკო ხუხაშვილი (2386), ასეთივე მონაგარის მქონე მაკა ფურცელაძეს (2347) კი მე-80 ადგილი უკავია.

დღეს ტურნირზე კლასიკურ ჭადრაკში პარტიები არ გახლავთ დაგეგმილი და მონაწილეები ერთმანეთს ბლიცში გაეჯიბრებიან. მე-6 ტურის პარტიები 13 აპრილს შედგება და უკვე ცნობილია, რომ ხოტენაშვილი რუმინელ პარლიგრაშს (2602) გაეჯიბრება, მჭედლიშვილი – უკრაინელ ოლეკსიენკოს (2554), ფანცულაია – ჰოლანდიელ სოკოლოვს (2643), ხოლო შანავა – ინდოელ შიამს (2505).

შეგახსენებთ, რომ დუბაის ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 15 აპრილამდე გასტანს. არაბული პირველობის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია, სიდანაც გამარჯვებული ჯილდოდ 10 ათას დოლარს მიიღებს, შემდეგ კი საპრიზო თანხები ასე ნაწილდება: II  ადგილი – 7 000; III  ადგილი – 4 000; IV – 3 500; V – 2 500;...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088459