ჭადრაკი

14:17 | 22.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილმა 27 ქულა შეიმატა

საბერძნეთის დასრულებულ საერთაშორისო ტურნირ 2nd International Rethymno Open 2010-ზე ბრწყინვალედ იასპარეზა თელაველმა დიდოსტატმა ბელა ხოტენაშვილმა, რომელმაც 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით I-VI  ადგილები გაინაწილა და ინდივიდუალურ რეიტინგს 27 ქულაც შემატა.
დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, ლიდერები შემდეგნაირად განლაგდნენ: 1. პალიგრასი (რუმინეთი, 2574), 2. სარგისიანი (სომხეთი, 2673), 3. ვოლკოვი (რუსეთი, 2597), 4. ხოტენაშვილი (2423), 5. კრივორუჩკო (უკრაინა, 2609), 6. ბოროვიკოვი (უკრაინა, 2601).
ამავე ტურნირზე ნინო ბაციაშვილმა 6 ქულით 33 ადგილები დაიკავა, ქალთა შორის კი II-IV ადგილები გაიყო. ცხადია, ქალბატონებში პირველი საფეხური ხოტენაშვილს ერგო.
5 ქულით მალხაზ სულაშვილი 34-ე პოზიციაზე გავიდა, ალა ვახანია – 65-ე გახლდათ, ხოლო ანა გავაშელი – 72-ე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162396