ჭადრაკი

18:28 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილის პირველი ყაიმი

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ქალთა გრან-პრის სერიის III ტურნირზე მე-8 ტური მიილია, ქართველმა ბელა ხოტენაშვილმა (2514) კი პირველი ყაიმი გააფორმა.

ამჯერად, ბელა შავი ფიგურებით სომეხ ელინა დანიელიანს (2470) დაუპირისპირდა და ზავს მე-40 სვლაზე მიაღწია. შედეგად, ქართველმა მოჭადრაკემ 4.5 ქულა მოაგროვა და კვლავ მე-4 ადგილზე დარჩა.

ტურნირის უმთავრეს ფავორიტად ინდოელი ჰამპი კონერუ (2607) იქცა, რომელმაც თეთრებით ჩინელ ქსუე ჟაოს (2579) სძლია და თავი 6.5 ქულას მოუყარა. იგი თანამემამულე ჰარიკა დრონავალის (2475) და უკრაინელ კატერინა ლაჰნოს (2532) უკვე ქულით უსწრებს.

27 სექტემბერი გრან-პრიზე დასვენების დღეა, მომდევნო მე-9 ტურის პარტიები კი 28-ში შედგება. ხოტენაშვილი თეთრებით სწორედ ლიდერ კონერუს ეთამაშება, დრონავალი რუს ალეკსნადრა კოსტენიუკს (2495) დაუპირისპირდება, ხოლო ლაჰნოს მეტოქე ჟაო იქნება.

შეგახსენებთ, რომ გრან-პრის სერიის გათამაშება 6 ეტაპად ტარდება და მასში მსოფლიოს 18 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი 4 ეტაპზე გამოვა და ყოველი ადგილი შესაბამისი ფულადი პრიზით და  ქულით აღინიშნება.

გრან-პრის ორი ეტაპის ჯამში პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ანა მუზიჩუკი (სლოვენია) – 250 ქულა; 2. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 220; 3. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) – 190; 4. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – 170; 5. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 160;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11405