ჭადრაკი

16:30 | 9.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 69-ე ჩემპიონატის გამარჯვებული ტურნირის რეიტინგ-ფავორიტი ბელა ხოტენაშვილი (2490) გახდა, რომელმაც ბოლო ტურში მადონა ბოკუჩავასთან (2058) სასურველი ყაიმი გააფორმა და 11 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა.
ხოტენაშვილმა მეორე ადგილზე გასულ მერი არაბიძეს (2337), რომელმაც უკანასკნელ ტურში შავი ფიგურებით ნინო ბაციაშვილთან (2438) წააგო, ქულით გაუსწრო, ამ უკანასკნელმა კი 6.5 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა.
აღნიშნულმა სამეულმა საქართველოს ქალთა 70-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, ხოტენაშვილს კი სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის (ქ.ბათუმი, 30.05/06.06-2012 წ.) საგზურიც ერგო.
ხოტენაშვილი და არაბიძე 2013 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატისთვის დაფინანსდებიან და ბაციაშვილთან ერთად სტიპენდიაზეც იქნებიან წარდფდგენილნი.
საპრიზო სამეულის წევრები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, საპრიზო ფონდიდან კი თანხები ასე განაწილდა: ხოტენაშვილი – 4 000 ლარი, არაბიძე – 3 500, ბაციაშვილი – 3 000, პაიკიძე – 2 000, მელია – 1 000.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 69-ე ჩემპიონატი. ბოლო ტური
ინგა ჭარხალაშვილი (2334) – ნაზი პაიკიძე (2406) 0.5:0.5
სოფიკო გურამიშვილი (2395) – ინგა ხურცილავა (2286) 1:0
სოფიკო ხუხაშვილი (2408) – სალომე მელია (2400) 0:1
ბელა ხოტენაშვილი (2490) – მადონა ბოკუჩავა (2058) 0.5:0.5
მაია ლომინეიშვილი (2366) – სოფიო გვეტაძე (2334) 0.5:0.5
ნინო ბაციაშვილი (2438) – მერი არაბიძე (2337) 1:0
 
საბოლოო მდგომარეობა
1. ხოტენაშვილი – 8.0 ქულა
2. არაბიძე – 7.0
3. ბაციაშვილი – 6.5
4. პაიკიძე – 6.0
5. მელია – 5.5
6. გურამიშვილი – 5.5
7. ლომინეიშვილი – 5.0
8. გვეტაძე – 5.0
9. ბოკუჩავა – 4.5
10. ჭარხალაშვილი – 4.5
11. ხურცილავა – 4.5
12. ხუხაშვილი – 4.0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091351