ანაკლიაში მიმდინარე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 68-ე ეროვნულ ჩემპიონატზე, მე-6 ტურის პარტიები გათამაშდა.
გამორჩეულ ინტერესს იწვევდა ლიდერების, ეროვნული ნაკრების წევრების, ნინო ხურციძისა და სალომე მელიას შეხვედრები, რომლებიც, თეთრი ფერის ფიგურებით, შესაბამისად, სოფო ნიკოლაძესა და ბელა ხოტენაშვილს ეთამაშებოდნენ. მოგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აწ უკვე ყოფილმა ლიდერებმა, ნახევარი ქულის აღებაც ვერ შეძლეს და პირველი ადგილი ნაკრების კიდევ ერთ წევრ ბელა ხოტენაშვილს გადაულოცეს, რომელიც ერთპიროვნულად გალიდერდა.
მომდევნო, მე-7 ტურის პარტიები 17 იანვარს ჩატარდება. აღნიშნულ ტურში, დიდ ინტერესს იწვევს დრეზდენის 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონების, ლელა ჯავახიშვილისა და სოფო ხუხაშვილის შეხვედრა. რაც შეეხება ხოტენაშვილს, იგი ერთ-ერთ აუტსაიდერ მირანდა მიქაძეს ეთამაშება.
მე-6 ტურის ტექნიკური შედეგები: სალომე მელია-ბელა ხოტენაშვილი 0:1; მირანდა მიქაძე-მაკა ფურცელაძე 0:1, ნინო ხურციძე-სოფო ნიკოლაძე 0:1, მაია ლომინეიშვილი-ლელა ჯავახიშვილი 0,5:0,5; სოფო ხუხაშვილი-მარიამ დანელია 1:0; ნაზი პაიკიძე-ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5.
მერი არაბიძე ისვენებდა.
მე-7 ტურის შეხვედრათა განრიგი: დანელია-პაიკიძე, ჯავახიშვილი-ხუხაშვილი, ნიკოლაძე-ლომინეიშვილი, ფურცელაძე-ხურციძე, ხოტენაშვილი-მიქაძე, არაბიძე-მელია.
ბაციაშვილი ისვენებს.
სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ: I ხოტენაშვილი (5 პარტია) (4 ქულა); II-V მელია (6), ხურციძე (6), ლომინეიშვილი (5), ფურცელაძე (5) – (3,5-3,5), VI-ნიკოლაძე (6) - (3); VII_X ბაციაშვილი (6), ჯავახიშვილი (6), დანელია (6), ხუხაშვილი (5) – (2,5-2,5); XI-XII პაიკიძე (5), მიქაძე (6) - (2-2); XIII არაბიძე (5) – (1).
როლანდ ლაბუჩიძე
სოფო ნიკოლაძის ფოტო







