ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ქალ მოჭადრაკეთა შორის, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, მე-4 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური პარტია დასრულდა. დღევანდლამდე უდანაკარგოდ მიმავალი ბელა ხოტენაშვილისა (2470) და სომეხი ელინა დანიელიანის (2506) დაპირისპირებაში, რომელშიც თეთრი ფიგურები ქართველს ჰქონდა, ყაიმით უკვე 21-ე სვლაზე დაფიქსირდა. ლიდერთა კიდევ ერთ შეხვედრაში, ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე (2504) რუს ნადეჟდა კოსინცევას (2567) ეთამაშება. აქ ჯერ 31 სვლაა გაკეთებული, თუმცა, ფავორიტზე საუბარი ნაადრევია.







