ჭადრაკი

20:32 | 18.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

სლოვენიის ქალაქ მარიბორში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც ქართულმა დელეგაციამ ერთადერთი მედლის მოპოვება მოახერხა. 14-წლამდე გოგონათა ტურნირში ნინო ხომერიკმა (2049) 11 ტურში 9.0 ქულა მოაგროვა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ხომერიკმა 8 პარტია მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ერთადერთი მარცხი ინდოელ მონიშასთან (2027) განიცადა, რომელმაც საბოლოოდ მე-3 ადგილი დაიკავა. ოქროს მედალი ასევე ინდოელ მალაკშმის (2001) ერგო, რომელმაც ხომერიკის დარად 9.0 ქულა მიითვალა და ნინოს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
ათეულში გასვლა კიდევ სამმა ქართველმა მოჭადრაკემ – ლუკა ობოლაძე (1678, 10-წლამდელები, მე-10 ადგილი), გიორგი სიბაშვილმა (2200, 14-წლამდელები, მე-6) და ნატო იმნაძემ (2070, 16-წლამდელები, მე-6) მოახერხა, განსაკუთრებით გულდასაწყვეტი კი მერი არაბიძის (2391) არადამაჯერებელი თამაში იყო. იგი 18-წლამდე გოგონათა შორის პირველ ნომრად გახლდათ განთესილი, თუმცა, მხოლოდ 6.5 ქულა მოაგროვა და რუს ჩემპიონ ალეკსანდრა გორიაჩკინას (2378) 3.0 ქულით ჩამორჩა.

 

8-წლამდე
ბიჭები

14. ნიკოლოზ კაჭარავა – 7.5 ქულა      

გოგონები
16. დიანა ლომაია – 7.0

10-წლამდე
ბიჭები

10. ლუკა ობოლაძე (1678) – 8.0
33. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (1508) – 7.0     
71. დათო კამკია – 6.0

12-წლამდე
ბიჭები

68. ირაკლი ახვლედიანი (1791) – 6.0

გოგონები
76. ლილე ქორიძე – 5.0

14-წლამდე
ბიჭები

6. გიორგი სიბაშვილი (2200) – 8.0
42. ნოე თუთისანი ნოე (1978) – 6.5

გოგონები
2. ნინო ხომერიკი (2049) – 9.0
39. ნინო დახუნდარიძე (1652) – 6.0
95. მაია მუმლაძე (1592) – 4.0

16-წლამდე
ბიჭები

28. ირაკლი ბერაძე (2327) – 6.5
55. ირაკლი ქუმსიაშვილი (2100) – 5.5
59. გიგლა ბენიძე (1965) – 5.5

გოგონები
6. ნატო იმნაძე (2070) – 8.0
26. ანა შამათავა (2072) – 6.5

18-წლამდე
გოგონები

16. მერი არაბიძე (2391) – 6.5

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092782