ჭადრაკი

15:41 | 31.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხმიადაშვილის ოთხიდან ოთხი

იტალიის ქალაქ არკოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს ვეტერან მოჭადრაკეთა შორის ქართველი ლიდერი ჰყავს. თამარ ხმიადაშვილმა (2162) მე-4 ტურში თეთრი ფიგურებით ავსტრიელი ელენ მირა (2133) დაამარცხა და მაქსიმალური შედეგით პირველი ადგილი შეინარჩუნა.
მე-ტ ტურში ხმიადაშვილის შავებით რუს სვეტლანა მიედნიკოვას (2146) ეთამაშება, რომელიც 3.0 ქულით მე-4 საფეხურზეა.
მოულოდნელი მარცხი განიცადა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა (2363), რომელიც ვეტერანთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ტიტულსაც ატარებს. გაფრინდაშვილმა შავებით ესტონელ ტატიანა ფომინასთან (2256) წააგო და 2.5 ქულით მე-6 ადგილზე აღმოჩნდა.
მომდევნო ტურში, რომელიც 1 ნოემბერს შედგება (31 ოქტომბერი დასვენებია დღეა და ტურნირის მონაწილეები ექსკურსიაზე ვენეციაში მიემგზავრებიან) ქალბატონი ნონა თეთრი ფიგურებით შვედეთის სახელით მოთამაშე ბორისლავა ბორისოვასთან (2096) ითამაშებს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალები 9 ტურს ჩაატარებენ. ტურნირის გამარჯვებული საპრიზო ფონდიდან 600 ევროს მიიღებს, შემდეგი ადგილებისთვის კი ასეთი ჯილდოებია: II-500, III-400, IV-200 ევრო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159978