ჭადრაკი

17:04 | 14.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხმიადაშვილი გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დასრულდა ვეტერანთა საერთაშორისო ტურნირი სენიორ-ქალთა შორის, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა თამარ ხმიადაშვილმაც (2168) მიიღო.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 8 ტურად ჩატარდა და მასში 14 ქვეყნის 120  ვეტერანი თამაშობდა. 8-დან 6.5 ქულით პირველობა გაინაწილეს და ბუჰგოლცის ცხრილით შემდეგნაირად განლაგდნენ: 1. ვლადიმირ  ოხოტნიკი (საფრანგეთი, 2391); 2. პია კრამლინგი (შვედეთი, 2525); 3. ვიქტორ კუპრეიჩიკი (ბელარუსი, 2443);

ხმიადაშვილი გამრჯვებულ სამეულს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა 6.0 ქულით IV-XIII  ადგილები გაინაწილა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი  დიდოსტატი ბოლო ტურში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ქალ მოჭადრაკე პია კრამლინგთან დამარცხდა, არადა, გამრჯვების შემთხვევაში ერთპიროვნულად პირველ ადგილზე გადიოდა.

ტურნირის მეორე ქართველი მონაწილემ,  ნინო მელაშვილმა (2134) 5 ქულა დააგროვა და 24-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172534