ოთარ ხიზანეიშვილის "ზესტაფონში" შესაძლო გადასვლაზე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საუბრობდნენ. 32 წლის მცველი კლუბს ავსტრიულ შეკრებაზე შეუერთდა და გია გეგუჩაძის გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ეს იმერული კლუბის საიტის ცნობით. "ზესტაფონი" ალპურ შეკრებაზე მეოთხე მატჩს ხვალ, რუმინულ "ბოტოშანისთან" გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
შეხსენებისთვის, ხიზანეიშვილი ბოლოს გორის "დილაში" თამაშობდა, ერთ დროს კი გერმანულ ბუნდესლიგაში გახლდათ და "ფრაიბურგის" მაისურით გამოდიოდა.







