ჩოგბურთი

21:38 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ხელმოკლე“ ჰაასები

36 წლის გერმანელ ჩოგბურთელ ტომი ჰაასს კარიერის განმავლობაში თითქმის 13 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული (12921839), მისი მშობლები კი ფინანსური თაღლითობისთვის გაასამართლეს და 9 თვით პირობითი სასჯელი მიაკუთვნეს. ამ ცნობას Süddeutsche Zeitung ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ პიტერ და ბრიგიტ ჰაასები უმუშევრობის შემწეობას იღებდნენ, არადა, კანონით არ ეკუთვნოდათ. სათანადო ორგანოებმა გამოაშკარავეს, რომ ჰაასის მშობლებმა 46126 ევროს შემოსავალი დამალეს და სახელმწიფოსგან დახმარების სახით 14726 ევრო მიიღეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით წყვილი ამ თანხას სრულად დააბრუნებს, გრაფიკად კი თვეში 500 ევროს გადახდა დააკისრეს.

ჰაასების ადვოკატი ირწმუნება, ჩემმა კლიენტებმა ფინანსური დანაშაული შეცდომით დაუშვეს და სასამართლოს ვერდიქტს გავასაჩივრებთო. 

თეგებიტომი ჰაასი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120511