1962 წელს თბილისის “ქარიშხალამ” პირველად მოიპოვა საკავშირო ჩემპიონატის ოქროს მედლები. ამ ღირსშესანიშნავი თარიღის 50 წლისთავთან დაკავშირებით სპორტკომპლექს “არენაში” საზეიმო ღონისძიება, ხელბურთელთა მატჩი ჩატარდა. ასპარეზობის დასრულების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა ვეტერან ხელბურთელებს ჯანო ბაგრატიონს, ჯემალ ცერცვაძეს, იმედო ფხაკაძეს, გარი მაჭავარიანს და ჯემალ ზაქარიაძეს სამინისტროს საპატიო სიგელები გადასცა.







