ფეხბურთი

18:11 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხედირამ მუხლის ოპერაცია გაიკეთა

 

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა სამი ხედირამ,  მუხლის ოპერაცია გაიკეთა. აღნიშნული ინფორმაცია სამეფო კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, ხედირას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს ნახევარმცველის სარეაბილიტაციო პროცესი.

რამდენიმე დღეში, სამი ხედირა მადრიდში გაფრინდება და კლუბის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს ტრავმის ნაოპერაციების მოშუშებას.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114088