ძიუდო

20:35 | 21.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხანჯალიაშვილმა დიდი პრიზი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა

საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანი კანდიდატი ზვიად ხანჯალიაშვილი დიუსელდორფის მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ნახევარფინალში იგი ეგვიპტელ ისლამ ელ შეჰაბისთან წუთნახევარში დავარდა იპონზე და დებულების თანახმად, პირდაპირ მე-3 ადგილი დაიკავა. იმავე ელ შეჰაბიმ, მეოთხედფინალში, ლაშა გუჯეჯიანი დააიპონა და ამისთვის კიდევ უფრო ნაკლები დრო, სულ რაღაც 41 წამი იკმარა.
მეოთხედფინალში გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას დავით ლორიაშვილიც (100 კგ). დღესვე ტატამზე კიდევ 4 ქართველი გავიდა. საბა გავაშელიშვილი (90 კგ) პირველსავე წრეში დამარცხდა. იოსებ წელაურმა (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ზურაბ ზვიადაურმა (100 კგ) კი თითო შეხვედრის მოგება შეძლეს და შემდეგ გამოეთიშნენ ტურნირს.
ოთარ მაღლაკელიძე

 

0.081162