ჩოგბურთი

12:07 | 17.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ხანდაზმული ფინალი” ჰალეში

 

როჯერ ფედერერი კიდევ ერთხელ გავიდა აღმოსავლეთგერმანული ქალაქის ჰალეს საჩოგბურთო ტურნირის ფინალში და დღეს მეექვსედ შეეცდება ამ შეჯიბრების მოგებას. “მხიარული როჯერი” გადამწყვეტ მატჩში ტომი ჰაასს შეხვდება. საინტერესოა აღინიშნოს, ორივე ფინალისტმა 30 წლიან ზღვარს გადააბიჯა. მოგეხსენებათ, “მხიარული როჯერი” 30 წლისაა, ხოლო ჰაასი სულაც 34-ის. ასეთი “ხანდაზმული ფინალი” ბოლოს 2007-ში, უმაგში ჩატარდა, როდესაც ერთმანეთის პირისპირ კარლოს მოია და ანდრეი პაველი წარსდგნენ.
ფედერერმა მეოთხედინალში ურთულესი ორთაბრძოლა ჩაატარა მილოშ რაონიჩთან. შვეიცარიელმა ახალგაზრდა კანადელს 6:7, 6:4, 7:6 მოუგო, ნახევარფინალში კი რუს მიხაილ იუჟნის იოლად გაუსწორდა 6:1, 6:4. “ჰაასთან დიდი ხანია ვმეგობრობ. გამიხარდა მისი წარმატება. ტომი ბალახის კორტზე მეტად საშიში ოპონენტია და მასთან რთულ ფინალს ველოდები”, - ამგვარი განწყობით ხვდება დღევანდელ გადამწყვეტ შეხვედრას როჯერი.
შეგახსენებთ, ფედერერმა ჰალეს ტურნირი 2003, 2004, 2005, 2006 და 2008 წლებში აქვს მოგებული, 2010-ში კი ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტთან ფინალში დამარცხდა. 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167433