ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ბირმინგემში, 220-ათასიანი ტურნირის ერთეულთა ბადეში წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ლატვიელ ლიგა დეკმეიერესთან ერთად, წყვილთა გათამაშებაში ჩაება, თუმცა, იქაც მარცხი განიცადა. ქართულ-ლატვიური დუეტი მე-3 განთესვის მქონე სამხრეთაფრიკულ-ჩეხურ ტანდემს (გრანდინი-ულიროვა) გადაეყარა და მიუხედავად იმისა, რომ საჩემპიონო ტაი-ბრეიკზე 5:1-ს იგებდა, საბოლოოდ, 3:6, 7:6 (8:6), 7:10 წააგო.







